კახა კაჭარავა: "დინამოს" არჩეული სტრატეგია სწორი იყო და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ

კახა კაჭარავა "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი აღარაა. როგორც თავად გვითხრა, მან ეს გადაწყვეტილება "ჩიხურასთან" მარცხის შემდეგ მიიღო, თუმცა ამაზე "გაგრასთან" შეხვედრის შემდეგაც ფიქრობდა. 

დედაქალაქური კლუბი კი მისმა ასისტენტმა ზაურ სვანაძემ ჩაიბარა. Sport365.ge კაჭარავას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. 

"დინამოდან" წასვლაზე "გაგრასთან" თამაშის შემდეგაც ვფიქრობდი, "ჩიხურასთან" მარცხის შემდეგ კი ეს გადაწყვეტილება მივიღე. 

კლუბს ჰქონდა არჩეული სტრატეგია, რომ თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიეცა. 

ყველანი ძალიან კარგი ბიჭები არიან, მაგრამ გუნდს შეთამაშება უნდა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. 

ბევრმა ფეხბურთელმა "დინამო" დატოვა და შემდეგ სხვები გამოჩდნენ. ვფიქრობ, კლუბის არჩეული სტრატეგია სწორი იყო და ამ ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ. 

ზაურ სვანაძეს გუნდში დარჩენა მე ვთხოვე და ეს ხელმძღვანელობის სურვილიც იყო. ის "დინამოელია" და დიდი დამსახურება აქ".

კაჭარავას რომან ფიფიას განცხადებაზეც დავეკითხეთ, რომელმაც "გაგრასთან" შეხვედრის შემდეგ დაანონსა, რომ კლუბში ცვლილებები იქნებოდა. 

"ვერ გეტყვით რას გულისხმობდა რომან ფიფია. მე ვფიქრობ, რომ სწორი სტრატეგია იყო შანსი ბევრ ახალგაზრდა ქართველ ფებხურთელს მისცემოდა. ახლა როგორ იქნება არ ვიცი", - აღნიშნა კაჭარავამ. 

დინამო თბილისი კახა კაჭარავა

მსგავსი პოსტები

ფოტო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - რა გააკეთა "ტორპედოს" მწვრთნელმა "დინამოსთან" მატჩში [PHOTO]

ირინა შეიკი: საქართველოში ამის ნახვამ მე და რონალდო გაგვაოგნა

"დინამო თბილისი" "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს იმატებს?