"ალბათ, ასე სჯობდა" - მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

72 წლის ასაკში იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ იუწყა, რომ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. 

"მინდა გაუწყოთ, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით არაფრით დაკავებას არ ვაპირებ", - დაწერა სოციალურ ქსელში ლიპიმ. 

მან სახელი "იუვენტუსში" მუშაობით გაითქვა, რომელიც იტალიის ჩემპიონი 5-ჯერ გახადა. 

მთავარ მიღწევად კი რა თქმა უნდა, "სკუადრა აძურასთან" ერთად 2006 წელს მუნდიალის მოგებაა. 

ლიპი ბოლოს "გუანჯოუ ევანგრადსა" და ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. 

მარჩელო ლიპი

მსგავსი პოსტები

ლიპი სამმა პიროვნებამ სასტიკად სცემა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა

"ალბათ, ასე სჯობდა" - მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა