მასიმილიანო ალეგრი: ამის გარეშე "იუვენტუსის" წარმატებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოს განცხადების შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით პორტუგალიელმა, ტურინულ გუნდში გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ "ბებერ ქალბატონში" უფრო ოჯახური ატმოსფეროა, ვიდრე ეს "რეალში" იყო. 

"დიახ, კრიშტიანოს ნათქვამი სიმართლეა. ჩვენთან მართლაც ნამდვილი ოჯახური ატმოსფეროა. 

"იუვენტუსი" არის კლუბი, სადაც დაწყებული ფეხბურთელებიდან, კლუბის თანამშრომლებამდე, ჩინებული ურთიერთობაა. 

სხვა შემთხვევაში, ბოლო წლებში ასეთ შედეგებს ვერ მივაღწევდით. კლუბს შესაძლოა, ჰყავდეს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი, თუმცა ძლიერი მენეჯმენტის გარეშე, წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია", - აღნიშნა ალეგრიმ.

ტურინის იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა