გიორგი მერებაშვილი: ანდორასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის და იმედი მაქვს, მოვიგებთ

ანდორაში გამართული პირველი ვარჯიშის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ამის მიუხედავად, ანდორას წინააღმდეგ მნიშვნელოვანი თამაში გველის.

ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწევს თამაში და ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ანდორას ნაკრები დაცვიდან ითამაშებს და თავისუფალი სივრცეების მოძებნა იქნება საჭირო.

ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოვიგებთ", - აღნიშნა მერებაშვილმა. 

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს შორის 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა გიორგი მერებაშვილი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია