საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ასაკობრივ კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ფიბა-ს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების დრო და ადგილი დასახელდა, ხოლო კენჭისყრის შედეგად თითოეულ ტურნირში გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ.

ჩვენი ყურადღება საქართველოს ნაკრებებისკენაა მიმართული, რომლებიც შემდეგ ასაკობრივ და გენდერულ ჩემპიონატებში მონაწილეობენ:

ვაჟები 16, 18 და 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში იასპარეზებენ. გოგონები კი ძალებს 16 და 18-წლამდელებში მოსინჯავენ. ვაჟთა ყველა ნაკრები B დივიზიონში გამოვა, ხოლო გოგონები – C დივიზიონში იასპარეზებენ.

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი 2019 წლის 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოშინოსში გაიმართება. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები შვეციის, კოსოვოს, ჰოლანდიის, ესტონეთის და სომხეთის ნაკრებები იქნებიან.

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ივიზიონი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი B ჯგფუში იქნებიან: ირლანდია, დანია, უკრაინა, სლოვაკეთი და მაკედონია. ჩვენს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ კანკია იქნება.

ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მასპინძელი 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა იქნება. დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი საქართველო ამ ტურნირზე B ჯგუფში მოხვდა, სადაცჩვენი მეტოქეები ირლანდია, ჰოლანდია, კვიპროსი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

რაც შეეხებათ გოგონებს: 18-წლამდელთა ევროჩემპიონატის C დივიზიონს 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ანდორა უმასპინძლებს. B ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან სომხეთი და გიბრალტარი. გოგონათა 16-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 16-21 ივლისს მოუწევს. A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები გიბრალტარი და მასპინძელი მოლდოვა იქნებიან.

მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით

დიმიტრი ჟაკობოვი

მსგავსი პოსტები

საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ასაკობრივ კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია