"ძალიან ძნელია, ასეთი მარცხი დაივიწყო" - ჯენარო გატუზოს პირველი კომენტარი "მილანის" ევროპის ლიგის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ

ევროპის ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ კომენტარი "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.

როგორც იცით, "როსონერი", "ოლიმპიაკოსთან" გასვლაზე 1:3 დამარცხდა და ევროპის რანგით მეორე ტურნირს დაემშვიდობა. 

"ძალიან დიდ იმედგაცრუებას განვიცდით. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მილანს" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი ჰყავს. 

ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, 8 საგოლე მომენტი მაინც შევქმენით, მაგრამ ასეთ სტადიონსა და ატმოსფეროში მხოლოდ ერთს, რომ გამოიყენებ, გავარდნის ღირსი ხარ. 

მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, პირველი გოლის გაშვების შემდეგ კი სულელური შეცდომები დავიწყეთ და შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს გამარჯვება ვაჩუქეთ.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე, გამოუცდელობა ჩვენი მთავარი მინუსია. ძალიან ძნელია ასეთი მარცხი დაივიწყო, თუმცა ძალისხმევას არ დავიშურებ რათა უფრო უკეთესები გავხდეთ. 

ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ახლა ამის მიზეზები უნდა შევისწავლოთ და მომავალ მატჩებზე ვიფიქროთ", - აღნიშნა გატუზომ. 

ევროპის ლიგა: "მილანი" გასვლაზე "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა

იტალიის ვიცე-პრემიერი: ჯენარო გატუზო უტვინო და ჯიუტი ადამიანია

მილანი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება