საქართველოს ნაკრები ანდორაში არასრული შემადგენლობით ჩავიდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის ჩასატარებლად ანდორაში ჩავიდა.

საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ეროვნული გუნდი ანდორაში არასრული შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებმა 12 ნოემბერს მსუბუქად ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების სამ ფეხბურთელს ჯაბა კანკავას, ნიკა კვეკვესკირს და სოლომონ კვირკველიას ანდორაში 13 ნოემბერს ელოდებიან.

სამივე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში სამშაბათიდან ჩაერთვება. პირველი ვარჯიშის მსგავსად, საწვრთნელი პროცესი 13 ნოემბერსაც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელოვნურსაფარიან სავარჯიშო მოედანზე შედგება.

უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ოთხი ტურის შემდეგ, ანდორას 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. საქართველო 12 ქულით ჯგუფის ლიდერია. საქართველოსა და ანდორას პირველი მატჩი თბილისში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს შორის 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები სოლომონ კვირკველია

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია