"ბარსელონას" მომავალ სეზონში კიკე სეტიენი აღარ გაწვრთნის - ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა ბართომეუმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი უკვე გარკვეულია და არაფერი შეიცვლება, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა "ბლაუგრანა" ლიგას.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 37-ე ტურში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ოსასუნასთან" 1:2 დამარცხდა, ჩემპიონი კი მადრიდის "რეალი" გახდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება.