"ეს ჩემი სურვილია" - ჯენარო გატუზოს ფრანგი ნახევარმცველის გამოსყიდვა უნდა

"მილანის" მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს სურს, კლუბმა "ჩელსიდან" ტიმუე ბაკაიოკის ტრანსფერი გამოისყიდოს.

როგორც იცით, ფრანგი, "სან სიროზე" იჯარით ბურთაობს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 35 მილიონ ევროს შეადგენს.

"ჩემი სურვილია, ბაკაიოკო გამოვისყიდოთ, თუმცა ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის.

კლუბმა ამისთვის საჭირო თანხები უნდა მოიძიოს.  ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი კი ის არის, რომ ბაკაიოკოს დავეხმარო და მან ჩვენს რიგებში რაც შეიძლება კარგად ითამაშოს", - აღნიშნა გატუზომ.

მიმდინარე სეზონში ბაკაიოკომ  სერია ა-ში 10 მატჩში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

იტალიის ვიცე-პრემიერი: ჯენარო გატუზო უტვინო და ჯიუტი ადამიანია

მილანი ჯენარო გატუზო ტიმუე ბაკაიოკო ჩელსი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება