მესი თუ რონალდო - იურგენ კლოპმა ლეგენდებს შორის არჩევანი გააკეთა

"ლივერპულის" გერმანელმა მწვრთნელმა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის უკეთესზე ისაუბრა. 

"ჩემთვის მესი რონალდოზე უკეთესია, თუმცა კრიშტიანოსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ორივე მათგანის წინააღმდეგ გამიყვანია გუნდი საასპარეზოდ და ამ დროს დაცვაში თამაში ძალიან რთულია. 

პორტუგალიელი იდეალური ფეხბურთელია, მას შეუძლია ძალიან დიდი სისწრაფე განავითაროს და ჰაერში აფრინდეს... ის ნამდვილი პროფესიონალია!

სხვა მხრივ, მესი ყველაფერს მარტივად და ძალიან ადვილად აკეთებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, უპირატესობას ლეოს ვანიჭებ, თუმცა კრიშტიანოც დიდებული ფეხბურთელია", - თქვა კლოპმა. 

ტურინის იუვენტუსი ბარსელონა ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდო იურგენ კლოპი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცნობილი ადამიანი ქართველია - ამ წუთებში გამაოგნებელი ინფორმაცია ვრცელდება