დაბრუნება ყოფილ გუნდში - უნაი ემერის ლა ლიგაში სთავაზობენ სამსახურს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ ცნობილი ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი შესაძლოა, "ვალენსიას" ჩაუდგეს სათავეში. 

"ღამურების" ბოსები უკმაყოფილონი არიან კლუბის მოქმედი მენეჯერის ალბერტ სალედესის მუშაობით, რომლის ხელმძღვანელობითაც "მესტალიას" ბინადრები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გამოვარდნენ, ლა ლიგაში კი მხოლოდ მეშვიდე პოზიციას იკავებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, "ვალენსია" ემერის უკვე დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. 

საინტერესოა, რომ ბასკი მწვრთნელი "მესტალიას" ბინადრებს 2008/12-წლებში უკვე მოძღვრავდა, ბოლოს კი ლონდონის "არსენალს" ედგა სათავეში, საიდანაც 2019 წელს დაითხოვეს. 

ლონდონის არსენალი ვალენსია უნაი ემერი ალბერტ სალედესი

მსგავსი პოსტები

თბილისში "მილანი" ჩამოვა - ამ წუთებში შესანიშნავი ინფორმაცია ვრცელდება

დიდი დაბრუნება! - არსენ ვენგერის მომავალი გუნდი გარკვეულია

კიკე სეტიენის პირველი შენაძენი - "ბარსელონა" მსოფლიო ვარსკვლავით გაძლიერდა