"ეს ზოგჯერ შუაღამემდე გრძელდება" - ლევან მჭედლიძის პირველი კომენტარი მოედანზე დაბრუნების შემდეგ

საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა, ამის შესახებ ის იტალიურ პრესას ესაუბრა. 

"დიდი დრო გავიდა ბოლო გოლის შემდეგ, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. თავდაუზოგავად ვმუშაობ და ვიმედოვნებ, რომ მალე გოლებს კვლავ გავიტან.

ბოლო შედეგების გამო "ემპოლიში" ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

მწვრთნელის შეცვლამ ძალიან იმოქმედა და იაკინი მაგრად გვავარჯიშებს. ეს ზოგჯერ შუაღამემდე გრძელდება.

მშვიდად უნდა ვიყოთ და ვაკეთოთ რაც ვიცით. აქ დიდიხანია ვარ და ბედნიერი ვარ, რომ პასუხიმგებლობის აღება შემიძლია", - აღნიშნა მჭედლიძემ.

"ემპოლიმ" "ატალანტა" დაამარცხა - ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრები ლევან მჭედლიძე ემპოლი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია