"ყველას გავაგებინებ რა ცუდი თანაგუნდელი ხარ" - რა მოხდა კევინ დურანტსა და ზაზა ფაჩულიას შორის

"დეტროიტ პისტონსის" ქართველი ლეგიონერი ზაზა ფაჩულია უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. 

მან "ინსტაგრამზე" "გოლდენ სტეიტში" ყოფილ თანაგუნდულ კევინ დურანტს დაბადების დღე მიულოცა, თუმცა შეცდომით. 

საქმე იმაშია, რომ დურანტის დაბადების დღე 29 სექტემბერსაა, ფაჩულიას კი ის 7 დეკემბერს ახსოვდა:

"გილოცავ დაბადების დღეს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ", - მიწერა ფაჩულიამ.

"დღეს ჩემი დაბადების დღე არაა, ამას "ინსტაგრამზე" გამოვაქვეყნებ და ყველა გაიგებს რა ცუდი თანაგუნდელი ხარ", - უპასუხა დურანტმა. 

"ჯანდაბა, შენი დაბადების დღე ხომ 28 სექტემბერსაა", - ფაჩულია. 

"არა, 29 სექტმებერსაა. მორჩი ახლა ჩემთან მიმოწერას, მე შენ მიყვარხარ", - უპასუხა დურანტმა. 

ამერიკული პრესა წერს, რომ გაუგებარია, საიდან ახსოვდა ზაზას, რომ მის ყოფილ თანაგუნდელს დაბადების დღე 7 დეკემბერს ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი და ამერიკელი "გოლდენ სტეიტში" ერთად 2 წლის განმავლობაში თამაშობდნენ. 

"დეტროიტი" კვლავ აგებს - ზაზა ფაჩულიამ კარგი შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია დეტროიტი გოლდენ სტეიტი კევინ დურანტი

მსგავსი პოსტები

"ყველას გავაგებინებ რა ცუდი თანაგუნდელი ხარ" - რა მოხდა კევინ დურანტსა და ზაზა ფაჩულიას შორის