"მილანის" ლაზარეთი სავსეა - "იუვენტუსთან" შესაძლოა, ვერც იგუაინმა ითამაშოს

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, "მილანისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაში, ძირითად შემადგენლობაში, არც გონსალო იგუაინი და არც ლეონარდო ბონუჩი არ იყვნენ. 

"როსონერის" არგენტინელ ფორვარდს ტრავმა აქვს და მისი თამაშის საკითხი უშუალოდ მატჩის დაწყების წინ გადაწყდება. 

რაც შეეხება ბონუჩის, ალეგრიმ ის შეხვედრის წინ ვარჯიშზე ტრადიციულ თერთმეტეულში არ დააყენა, რაც იტალიურ პრესას აძლევს იმის ვარაუდს, რომ ლეო სათადარიგოთა შორის დარჩება. 

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სან სიროს" ბინადრებს ვერ დაეხმარებათ ლუკას ბილია, ჯაკომო ბონავენტურა და მატეო მუსაჩიო და მატეა კალდარა. 

ამას გარდა, მცირე დაზიანებები აწუხებთ ჰაკან ჩალჰანოღლუს, ფრანკ კესისა და პატრიკ კუტრონეს. 

რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", მაქს ალეგრის გუნდი დღეს ემრე ჩანს მოისაკლისებს, ფედერიკო ბერნანდესკისა და დუგლაშ კოშტას კი მცირე ტრავმები აწუხებთ. 

"მილანისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა დღეს, 23:30 საათზე დაიწყება. 

მილანი ტურინის იუვენტუსი ლუკას ბილია გონსალო იგუაინი ლეონარდო ბონუჩი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია