მარიო ბალოტელის თურქეთში უხმობენ - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

Gazzetta dello Sport იუწყება, რომ თურქული გრანდი "გალათასარაი" იტალიის სერია A-ს ბინადარ "ბრეშიადან" ფორვარდ მარიო ბალოტელის დამატებას ცდილობს. 

სტამბოლელებმა ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, "გალათასარაი" 29 წლის თავდამსხმელს 2+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს. 

ბალოტელი იტალიაში 2019 წლის ზაფხულში ფრანგული "ნიცადან" დაბრუნდა და ამჟამად "ბრეშიაში" ირიცხება. 

"სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში "სუპერ მარიოს" ადგილს ვერ ხედავს. 

გალათასარაი მარიო ბალოტელი ბრეშია

მსგავსი პოსტები

მსოფლიო სკანდალი - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის მატჩი გარიგებული იყო

შეტაკებები და არეულობა - რა ხდება სტამბულში "გალათასარაისა" და "რეალის" მატჩამდე

როგორ "გაყიდა" ცოლმა ფეხბურთელი - "გალათასარაის" მცველს კლუბიდან მეუღლის გამო აგდებენ