"თუ დამიძახებენ, უარის თქმა გამიჭირდება" - ანდრე ონანა "ბარსელონაში" დაბრუნების წინააღმდეგი არაა

ამსტერდამის "აიაქსის" 24 წლის კამერუნელმა მეკარე ანდრე ონანამ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" სიამოვნებით დაბრუნდება. 

მოგეხსენებათ, ის "ბლაუგრანას" სკოლის აღზრდილია და 2010-15/წლებში სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. 

"ახლა მომავალზე საუბარი რთულია, თუმცა დასაფარი არაა, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთნ და მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. 

როგორც ადრე უკვე ვთქვი, "ბარსელონა" ჩემი სახლია და თუ მათ დავჭირდები, სიამოვნებით დავბრუნდები. 

სიმართლე გითხრათ, დღეს ეს ტრანსფერი აქტუალური არ არის და არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. 

ჩემი მომავლის გარკვევით აგენტია დაკავებული, მე კი კონცენტრირებას საფეხბურთო მოედანზე ვახდენ და მოვლენების განვითარებას ველოდები", - ამბობს ონანა. 

ბარსელონა ამსტერდამის აიაქსი ანდრე ონანა

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ