ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია. 

19 წლამდელთა მეტოქეები მე-13 ჯგუფში ხორვატია, ყაზახეთი და უნგრეთი იქნებიან. 

მატჩები უნგრეთში 2019 წლის 9-15 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ელიტ-რაუნდში გადიან, ერთ საგზურსაც საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღებს. 

რაც შეეხება 17-წლამდელთა ნაკრებს, მათი მეტოქეები მე-8 ჯგუფში პორტუგალია, უკრაინა და ალბანეთი არიან. 

ჯგუფური ეტაპის ბარიერს პირველ და მეორე ადგილოსანი, ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაძლევს. 

შეხვედრები პორტუგალიაში ჩატარდება. 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

მსგავსი პოსტები

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია