"მილანმა" ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო - "როსონერი" "ჩელსის" ფეხბურთელის შეძენას ზამთარშივე შეეცდება

 Gazzetta dello Sport იუწყება, რომ "მილანმა" ლონდონის "ჩელსისთან" სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. 

ესპანელს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მას "სტემფროდ ბრიჯის" დატოვება უსასყიდლოდ შეეძლება.

"როსონერის" მიზანი კი ფეხბურთელის ზამთარშივე დამატებაა. "მილანი" "ჩელსის" 4 მილიონს სთავაზობს, ლონდონელები კი 12 მილიონ ევროს ითხოვენ. 

ფაბრეგასმა მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. 

მილანი ჩელსი სესკ ფაბრეგასი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

სესკ ფაბრეგასის 20 წლის შვილობილის სექსუალურობამ და თამამმა ფოტოებმა ყველა გააოცა [PHOTO]