"დინამო თბილისი" მე-2 ლიგელთან დამარცხდა - საქართველოს თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ

საქართველოს თასის ფინალში "გაგრა" და ქუთაისის "ტორპედო" გავიდნენ. 

პირველი მათგანი, რომელიც მე-2 ლიგაში ასპარეზობს, თბილისში, "დავით პეტრიაშვილის" სახელობის სტადიონზე "დინამო თბილისს" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. 

ერთადერთი გატანილი ბურთი 105-ე წუთზე ვაჟა მათიაშვილის ანგარიშზე ფიქსირდება. 

რაც შეეხება მეორე 1/2-ფინალს, "თელავმა" "გივი ჩოხელზე" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და მინიმალური სხვაობით, 0:1 წააგო. 

სტუმართაგან გოლის ავტორი მე-10 წუთზე ბულგარელი მცველი ოლეკსანდრ აზაცკი გახდა. 

ფინალური შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" გასულ სეზონშიც თასის ფინალში იმყოფებოდა, სადაც საჩხერის "ჩიხურასთან" დამარცხდა. 

დინამო თბილისი გაგრა ქუთაისის ტორპედო თელავი

მსგავსი პოსტები

ფოტო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - რა გააკეთა "ტორპედოს" მწვრთნელმა "დინამოსთან" მატჩში [PHOTO]

ირინა შეიკი: საქართველოში ამის ნახვამ მე და რონალდო გაგვაოგნა

"დინამო თბილისი" "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს იმატებს?