"ფლამენგოს" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბის ფეხბურთელები, მწვრთნელი და მთლიანად სტაფი კორონავირუსზე შემოწმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვერაგი დაავადება ტესტზე ყველას უარყოფითი პასუხი მოუვიდა, მაგრამ ერთი ვარიანტი მაინც დიდ ეჭვს ჰბადებს.
გუნდის მენეჯერ ჟორჟე ჟესუს საეჭვო მდგომარეობა დაუფიქსირეს და ის ტესტს განმეორებით გაიკთებს.
ამის გამო კლუბმა ვარჯიშები 1 კვირით გააუქმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი "ფლამენგოს" ვიცე-პრეზიდენტს მაურიციო დე მატოსს დაუდგინეს.