გადაიდება თუ არა ევრო 2020 - კითხვა, რომელზეც პასუხი ყველას აინტერესებს

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დამიანო ტომაზიმ კორონავირუსის გამო ევროპირველობის გადატანის აუცილებლობაზე ისაუბრა.
 
"უეფამ ევრო 2020-ის გადატანის შესაძლებლობა უნდა განიხილოს, რათა ეროვნულ ჩემპიონატებს დასრულების საშუალება მისცეს.
 
კორონავირუსის პრობლემა მარტო იტალიაში როდია. სერია A მაყურებლების გარეშე გაგრძელდება, მაგრმ ზოგიერთი ფეხბურთელი ამას არ ეთანხმება, ზოგიერთი კი - შეშფოთებულია.
 
ჩვენ ყველა პრევენციულ ზომას მივიღებთ, მაგრამ მოთამაშეები მუდმივად რისკავენ. ყველაზე უარესი ისაა, რომ თუ ერთი ფეხბურთელი დაავადდა, მთელ გუნდს კარანტინში მოუწევს ყოფნა", - ციტირებს ტომაზის Football Italia.
დანიელე ტომასი

მსგავსი პოსტები

გადაიდება თუ არა ევრო 2020 - კითხვა, რომელზეც პასუხი ყველას აინტერესებს