ინგილო მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ რუსეთში საქართველოს დროშა ააფრიალა (ვიდეო)

რუსეთში, ურალის მთების ქალაქ ეკატერინებურგში შერეული ორთაბრძლების შეჯიბრზე ინგილო მებრძოლმა სურაჯი ჰასანოვმა რუსეთის წარმომადგენელი ჰალამიზრდა აივაზოვი დაამარცხა.
 
ჰასანოვი, რომლის ქართული გვარიც ფოლადაშვილი გახლავთ, საბრძოლველად შორტით გავიდა, რომელზეც ქართული ასო-ბგერებით "საინგილო" ეწერა, გამარჯვების შემდეგ კი საქართვლოს დროშაც ააფრიალა.
 
ინგილო მებრძოლმა 3-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. აღნიშნული მატჩი ჰასანოვისთვის კარიერაში მე-6 იყო, რომლებიდანაც 4-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
 
სურაჯი წარმოშობით აზერბაიჯანიდან გახლავთ, სოფლიდან, სადაც ქართველები, ინგილოები ცხოვრობენ. ჰასანოვი მსგავსად 2 წლის წინათაც მოიქცა, როცა ოქტაგონზე რუსი მეტოქე დაამარცხა.
 
სურაჯი ჰასანოვი

მსგავსი პოსტები

ინგილო მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ რუსეთში საქართველოს დროშა ააფრიალა (ვიდეო)