"ბარსელონას" დამარცხების შემდეგ "რეალის" ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

მადრიდის რეალი კლასიკოსში გამარჯვებას ზეიმობს, მისი ბელგიელი გარემარბი ედენ აზარი კი ოპერაციის გასაკეთებლად უახლოეს მომავალში აშშ-ში გაემგზავრება.

ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელს პრობლემა მარჯვენა ფეხის მცირე წვივის ძვალზე აქვს და ქირურგიული ჩარევა სჭირდება. 

ოპერაცია დალასში იგეგმება, სადაც ედენ აზარს გვერდით რეალის სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი ნიკო მიხიჩიც ეყოლება. ექიმების წინასწარი ვარაუდით, ბელგიელს დაახლოებით ორ თვემდე გაუცდება.

მადრიდის რეალისა და ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში, ლევანტეს წინააღმდეგ (0:1) მიიღო. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ აზარი სეზონის დარჩენილ ნაწილს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

მადრიდის რეალი ბარსელონა ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად