შოთა არველაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის გუნდს ჩაუდგება სათავეში

46 წლის ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე შესაძლოა მომავალი წლიდან ჰოლანდიაში გადაბარგდეს.

გამოცემა gelderlander-ის ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელის დამატების სურვილს არნემის "ვიტესი" გამოთქვამს.

ჰოლანდიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ლეონიდ სლუცკის წასვლის შემდგომ ვაკანტურია და ამ პოზიციას დროებითი მწვრთნელი, იოზეფ ოოსტი იკავებს.

მოგეხსენებათ, არველაძეს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ჰოლანდიაში აქვს გატარებული. გარდა ამისა, "ვიტესის" ღირსებას უახლოეს წარსულში ორი ქართველი ფეხბურთელი იცავდა და არნემში ვარაუდობენ, რომ ქართველი სპეციალისტი გუნდს კარგად გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად არველაძე ტაშკენტის "ფეხთაქორის" მთავარი მწვრთნელია და გასულ სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი მოიგო.

მსგავსი პოსტები

სრული შოკი - რას აკეთებდა წყვილი ტრიბუნებზე მატჩის მიმდინარეობისას (VIDEO)

ნახეთ, როგორ გამოიყურება სრულიად შიშველი ელინა სვიტოლინა აბაზანში [PHOTO]

რონალდო გაოგნებულია - კრიშტიანოს თავს უდიდესი უბედურება დაატყდა