მერაბ შარიქაძე: გულშემატკივრს მარცხისთვის ბოდიშს ვუხდი

იტალიისა და საქართველოს ნაკრების მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი მერაბ შარიქაძემ გააკეთა. 

"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა განიავებულ შანსებზე ისაუბრა და გულშემატკივარს მარცხისთვის ბოდიში გადაუხადა. 

"ძალიან რთული მატჩი იყო. იტალიელებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ჩვენ კი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. 

ასეთ თამაშში მსგავი შანსების გაფლანგვა არ შეიძლება  ბოდიში გულშემატკივარს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და გვიგულშემატკივრეს", - აღნიშნა შარიქაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იტალიამ საქართველო 28:17 დაამარცხა. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მერაბ შარიქაძე

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

La Gazzetta Dello Sport: ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ საქართველო იტალიის დონისგან შორსაა

მერაბ შარიქაძე: ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და გამონაკლისი არც იტალიასთან მატჩი იქნება