ავტორიტეტული გერმანული გამოცემის Transfermarkt.de-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავკაცის ვლადიმირ ვაისის ვაჟი, ვლადიმირ ვაისი უმცროსი, ამიერიდან ბრატისლავის სლოვანის მაისურს მოირგებს.
30 წლის ნახევარმცველი, ბოლოს ყატარული ალ ხარაფას რიგებში ირიცხებოდა. ვაისი, ასევე, სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახლავთ.