ექიმი: "ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილის შემდეგ, თავის მოკვლა არაერთხელ ვცადე, რადგან..."

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

ეს ტრაგედია კანადელმა ექიმმა, ტერენს კოსიკარმა გაიხსენა. ის პირველი იყო, რომელმაც ნოდარს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ადგილზე.

"შეჯახების შემდეგ ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით. ეს ძალიან ემოციური და დამთრგუნველი იყო ჩემთვის."

"ჩვენ გვასწავლიან, თუ როგორ გადავარჩინოთ პაციენტი, მაგრამ, არ გვასწავლიან როგორ გავუმკლავდეთ იმ ემოციებს, რომლებიც წარუმატებლად შესრულებული საქმის შემდეგ გვაქვს."

"ძალიან განვიცდიდი. ღამით ვერ ვიძინებდი, კოშმარებს ვხედავდი. 2 კვირის შემდეგ სუიციდის მცდელობა მქონდა. ამის შემდეგ კიდევ 3-ჯერ ვცადე თვიმთკვლელობა. ძლივს მოვერიე თავს." - აცხადებს კოსიკარი.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ტერენს კოსიკარი

მსგავსი პოსტები

ექიმი: "ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილის შემდეგ, თავის მოკვლა არაერთხელ ვცადე, რადგან..."