ყველა გაოგნდებით - რომელ გუნდში თამაშობს კიკე სეტიენის ვაჟი ლარო და რამ გამოა***ვა ის

"ბარსელონას" ახაკ მწვრთნელ კიკე სეტიენს ერთი შვილი, 24 წლის ლარო ჰყავს. 

ლაროც აქტიურ სპორტშია, ისიც ფეხბურთშია და ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯება. ის ამჯამად ესპანეთის მე-5 ლიგის ბინადარ "სანტ ანდრეუში" ირჯება. 

ყველაზე ცნობილი გუნდი, სადაც მას უასპარეზია, სანტადერის "რასინგია". 

როდესაც ლაროს მამა კიკე "ბლაუგრანას" მწვრთნელად დაინიშნა, მაშინ უმცროსმა სეტიენმა ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"როცა მამა "ბარსელონასთან" კონტრაქტს აფორმებდა, მეგობრებთან ერთად Fortnite-ს ვთამაშობდი. მამამ დამირეკა და ახალი ამბავი მიამბო. ეს ის მიზანია, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება მიილტვოდა. "ბარსელონას" გაწვრთნა დიდი სიხარულია მისთვის.

*****, მამაჩემი მესის გაწვრთნის! გუშინ ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა მესი და ნერწყვები წამომივიდა. ბავშვობაში "რეალის" ფანი ვიყავი, მაგრამ როცა მესი ჩამოვიდა ესპანეთში, კომპიუტერულ თამაშებში "ბარსელონას" არჩევა დავიწყე", - ციტირეს ლაროს El Larguero.
 
ლარო ასევე ამბობს, რომ მისი მამა "ბარსელონაში" წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ვნახოთ...
ბარსელონა კიკე სეტიენი ლარო სეტიენი სანტ ადრეუ

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ