ილიას ზუროსი: როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა. 

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო აკალათბურთელებს, რომლებმაც მთელი გულით ითამაშეს. მადლობა მწვრთნელებს და მთელ პერსონალს. ადვილი არ იყო, რომ ასეთ მოკლე დროში გუნდი ორი მატჩისთვის კარგად მომზადებულიყო. ასეთ ვითარებაში, ყველაზე სწორი გამოსავალია დაცვაში კარგი თამაში და ეს მოვახერხეთ კიდეც. ჩვენი მოთამაშეები 200%-ით დაიხარჯნენ და დაამარცხეს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც თავის მხრივ, სერბეთს მოუგო.

ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივარი, რომელიც მთელი თამაში გვეხმარებოდა და განსაკუთრებით ბოლო წუთებში. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი და ეს ყველა შეხვედრაში მტკიცდება. თორნიკე შენგელიამ ყველას გვაჩუქა სამაჯური, რომელსაც აწერია ქართული სული. საქართველოს ნაკრები ბოლომდე იბრძვის ყველა შეხვედრაში.

გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ ერთად ძალიან კარგად ითამაშეს. ბექა ბურჯანაძე დიდი ხნის შემდეგ დაგვიბრუნდა და მთელი გულით ითამაშა. გვყავს ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ახალ თაობას მივცეთ ასპარეზი. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიგულშემატკივრა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - აღნიშნა ზუროსმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ოვერტაიმში, 71:69 დაამარცხა. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

მშვენიერი სანახაობა - საქართველოსა და ისრაელის მატჩის დროს გულშემატკივარმა რჩეულს ხელი სთხოვა [VIDEO]

ბექა ბურჯანაძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ილიას ზუროსი

მსგავსი პოსტები

ილიას ზუროსი: როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი

ილიას ზუროსი: ის კალათბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია... თბილისში ისრაელთან უფრო რთული ბრძოლა გველის

ფინანსურ პრობლემებში მყოფმა "დელტეკომ" დუდა სანაძეს კონტრაქტი ვერ გაუხანგრძლივა