La Gazzetta Dello Sport: ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ საქართველო იტალიის დონისგან შორსაა

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას ცნობილი გამოცემა La Gazzetta Dello Sport-ი ეხმაურება. 

"ფლორენციაში იტალიამ საქართველო 28:17 დაამარცხა. მეტოქე გუნდის მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ცდილობდა, რომ მისი ნაკრების ამბიციები 6 ერის მიმართ კიდევ უფრო გაეღრმავებინა. 

ქართველებს სურთ, რომ 6 ერში იყვნენ, თუმცა ფაქტია და ამ შეხვედრამაც გამოაჩინა, რომ ჯერ ისინი "აძურის" დონისგან შორის არიან", - წერს La Gazzetta Dello Sport.

აქვე გეტყვით, რომ "ბორჯღალოსნები" მორიგ ტესტ-მატჩს 17 ნოემბერს გამართავენ და თბილისში სამოას ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 24 ივლისს კი ჩვენს დედაქალაქს ტონგა ეწვევა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

La Gazzetta Dello Sport: ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ საქართველო იტალიის დონისგან შორსაა

ტონგას ნაკრები - რას წარმოადგენს "ბორჯღალოსნების" მომავალი მეტოქე