ოფიციალურად: "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატიდან 32 წლის ფორვარდი დაიმატა

"ბარსელონა" უახლოეს სააათებში "ხეტაფედან" 32 წლის ფორვარდის ანხელ როდრიგესის დამატებას იუწყებს. 

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელთა ორ თავდამსხმელს უსმან დემბელესა და ლუის სუარესს ტრავმები აწუხებთ, რის გამოც "ბლაუგრანაში" ახალი შემტევის საჭიროება შეიქმნა.

მოგეხსენებათ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც გუნდს შიდა ჩემპიონატის კლუბის ფეხბურთელის დამატების უფლება მაინც აქვს. 

ანხელი 2017 წლიდან თამაშობს "ხეტაფეში". მას კარიერის განმავლობაში "ტენერიფეს", "სარაგოსას", "ეიბარისა" და "ლევანტეს" ფორმაც მოურგია. 

ბარსელონა ხეტაფე ანხელ როდრიგესი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ