რა სჭირს მესის - "ბარსელონას" ვარსკვლავი დიდი ხანი ვერ ითამაშებს?

ესპანური პოპულარული გამოცემა AS წერს, რომ ლიონელ მესის თავს კარგი ამბები ნამდვილად არ ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა ბოლო მატჩები ისე ჩაატარა, რომ ის მარცხენა ფეხზე ტკივილს გრძნობდა.

ლეოს დისკომფორტი მას შემდეგ დაეწყო, რაც "ბლაუგრანაში" ერნესტო ვალვერდე კიკე სეტიენმა შეცვალა. ახალ მენეჯერს სრულიად სხვა დატვირთვებით სხვა სტილის ვარჯიშები აქვს, რასაც როგორც ჩანს, ლეოს ორგანიზმი ჯერჯერობით ვერ უძლებს. 

გადაწყვეტილი ამბავია, რომ მესის 7 თებერვალს ესპანეთის თასზე "ბილბაოსთან" არ ათამაშებენ. შესაძლოა, არგენტინელმა ოპერაცია გაიკეთოს, რაც გაცილებით დიდ დროს გამოატოვებინებს, ან რამდენიმე ტური გამოტოვოს და ფეხი დაასვენოს...

ბარსელონა ლიონელ მესი ერნესტო ვალვერდე კიკე სეტიენი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ