"მინდა, ჩემი საფლავის ქვაზე ეს დააწერონ" - კიკე სეტიენის განცხადებამ მთელი მსოფლიო გააოგნა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა L'Esportiu-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

61 წლის ესპანელი სპეციალისტი გუნდში არსებულ სიტუაციას შეეხო და ახსენა, რომ რამდენიმე მოთამაშეს ახალ სქემასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

„დე იონგი პრაქტიკული მოთამაშეა, მისი გამოყენება რამდენიმე პოზიციაზე შეიძლება, თუმცა მას ჯერ ფონი აკლია. თქვენ მისგან ნებისმიერი რამის მოლოდინი შეიძლება გქონდეთ. ერთი რამ ცხადია, ის იმას ვერ გააკეთებს, რასაც ინიესტა აკეთებდა, თუმცა ფრენკი კარგ სამუშაოს ასრულებს და მისი დამოკიდებულება უბრალოდ ბრწყინვალეა.

დიახ, სიმართლეა, რომ ზოგიერთ მოთამაშეს ახალ სათამაშო სქემასთან შეგუება უწევს და თავს კომფორტულად არ გრძნობს. ეს გუნდის წარმატებისთვის კეთდება და ამაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. მე აქ სწორედ ამისთვის მომიყვანეს და თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მაშინ ამას ყველა ერთად უნდა შევეცადოთ.

მინდა, რომ ჩემს საფლავის ქვაზე დააწერონ - მოიგო ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად“.

შეგახსენებთ, რომ კიკე სეტიენის კლუბთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ზაფხულში გადაიხედება და თუ მისი სამუშაო დადებითად შეფასდა, ხელშეკრულება 1 წლით გახანგრძლივდება.

ბარსელონა კიკე სეტიენი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ