ეს წარმოუდგენელია - რა მოხდება აშშ-ში კობი ბრაიანტის დაკრძალვის ცერემონიალზე

ლოს-ანჯელესის მერია კობი ბრაიანტის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე უკვე მუშაობს.

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი გასულ კვირას კიდევ 8 ადამიანთან ერთად, რომელთა შორის ერთ-ერთი თავისი შვილი იყო, კალიფორნიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზები საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

პირველი ინფორმაციით, ბრაიანტს მომდევნო კვირის შუაში დაკრძალავენ. კობისთან გამომშვიდობებას გულშემატკივრები სტეიპ ცენტრთან, "ლეიკერსის" საშინაო არენასთან შეძლებენ. მერია ამ ადგილზე 20 000 ადამიანის მობილიზებას ელის.

დაკრძალვის ოფიციალური მხარე, გამოსამშვიდობებელი სიტყვა ლოს-ანჯელესის კოლიზეუმში წარმოითქმება, რომელიც 78 000 ათას ადამიანს იტევს. სავარაუდოდ, ეს ადგილი ამ დროისთვის ბოლომდე შევსებული იქნება.

როგორც ამბობენ, ასეთი მასშტაბური დაკრძალვის ცერემონიალი კალიფორნიას არ ახსოვს, ხოლო ამერიკას იშვიათად უნახავს.

ლოს-ანჟელეს ლეიკერსი კობი ბრაიანტი

მსგავსი პოსტები

მთელი მსოფლიო გაოგნებეულია - რა ხდებოდა კობის ვერტმფრენში ჩამოვარდნამდე 20 წუთით ადრე

"ეს რომ მომხდარიყო, კობი ცოცხალი იქნებოდა" - ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

ყველა გაოგნებულია - რა გააკეთა კობი ბრაიანტმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე