"როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი..." - ვანდა ნარა კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა

სკანდალებით ცნობილი ვანდა ნარა, რომელიც მაურო იკარდის მეუღლე და ამავდროულად აგენტი გახლავთ, ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

"მახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ყველა როგორ აღმერთებდა კობი ბრაიანტს. არგენტინაში მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და ის ძალიან უყვარდათ. 

სიმართლე გითხრათ, კალათბურთის დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ვიცი, რომ კობი დიდებული კალათბურთელი და ადამიანი იყო. 

ის ყოველთვის დარჩება მსოფლიო სპორტის ისტორიაში, როგორც ნამდვილი ლეგენდა", - წერს ვანდა ნარა. 

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა. 

პსჟ მაურო იკარდი ვანდა ნარა ლოს-ანჟელეს ლეიკერსი კობი ბრაიანტი

მსგავსი პოსტები

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

ეს გოგონა მბაპეს "რეალში" გადაიყვანს - ფეხბურთელი 19 წლის მსახიობთან ნებივრობს [PHOTO]