კობი ბრაიანტთან და მის ქალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ოჯახი დაიღუპა - ნახეთ, ვინ არიან ისინი

კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფის დროს კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ლოს-ანჯელესის პოლიცია ავრცელებს. 

კობი ბრაიანტთან და მის 13 წლის ქალიშვლთან ჯიჯისთან ერთად, დაიღუპა Orange Coast College-ის ცნობილი მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე ქერი და ქალიშვილი ალისა.  არსებული ინფორმაციით, ალტობელის ქალიშვილი, ბრაიანტის ახალაზრდული გუნდის კალათბურთელი იყო. იმავე გუნდში ავარჯიშებდა ბრაიანტი თავის ქალიშვილსაც. 

გარდაცვლილებს შორის ასევე არიან კალათბურთის გუნდის მწვრთნელები კრისტინა მაუზერი და სარა ჩესტერი ქალიშვილთან, პეიტონ ჩესტერთან ერთად, ასევე ვერტმფრენის პილოტი არა ზობაიანი.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი ემსხვერპლა.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი ნისლიანი და ქარიანი ამინდია. 

ლეგენდარული კალათბურთელის  გარდაცვალების ინფორმაციამ მთელი მსოფლიო შეძრა. ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

ლოს-ანჟელეს ლეიკერსი კობი ბრაიანტი

მსგავსი პოსტები

მთელი მსოფლიო გაოგნებეულია - რა ხდებოდა კობის ვერტმფრენში ჩამოვარდნამდე 20 წუთით ადრე

"ეს რომ მომხდარიყო, კობი ცოცხალი იქნებოდა" - ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

ყველა გაოგნებულია - რა გააკეთა კობი ბრაიანტმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე