"შოკში ვარ, ის ჩემი ძმა იყო" - მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება

მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტის სიკვდილს გამოეხმაურა. ჯორდანმა კობი გაიხსენა და მის ოჯახს მიუსამძიმრა:

'შოკში ვარ, სიტყვებს არ შეუძლია, გამოხატოს ჩემი ტკივილი. კობი ძალიან მიყვარდა - ის ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და მე ეს საუბრები ძალიან მომენატრება. ის ჩემპიონი იყო, ერთ-ერთი ყველაზე დიადი, ვისაც ეს თამაში უთამაშია. კობი ძალიან კარგი მამა იყო, რომელსაც თავისი ოჯახი ძალიან უყვარდა და ძალიან ამაყობდა იმით, რომ მის შვილს კალათბურთი ასე იტაცებდა.'

კობისთან ერთად კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი ჯანა, რომელიც კობის თამაშზე მიჰყავდა.

ლოს-ანჟელეს ლეიკერსი მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტი

მსგავსი პოსტები

მთელი მსოფლიო გაოგნებეულია - რა ხდებოდა კობის ვერტმფრენში ჩამოვარდნამდე 20 წუთით ადრე

"ეს რომ მომხდარიყო, კობი ცოცხალი იქნებოდა" - ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

ყველა გაოგნებულია - რა გააკეთა კობი ბრაიანტმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე