"ძალიან ცუდად ვარ, ტკივილს სიტყვებით ვერ გადმოვცემ" - შაკი კობის გარდაცვალებას ეხმაურება

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას შაკილ ო'ნილი საკუთარი ინსტაგრამის გვერდით გამოეხმაურა. ო'ნილმა და ბრაიანტმა NBA ლეიკერსში 3-ჯერ მოიგეს და ერთმანეთის დიდი მეგობრები იყვნენ.

''ვერანაირი სიტყვები ვერ გამოხატავს იმ ტკივილს, რასაც ახლა ვგრძნობ. ძმისშვილი დავკარგე და დავკარგე ძმა, ახლობელი, მეგობარი, პარტნიორი საჩემპიონო სეზონებში. მე შენ მიყვარხარ და მომენატრები. სამძიმარს ვუცხადებ ბრაიანტების ოჯახს და ყველა იმ ოჯახს, რომელიც ამ ტრაგედიით დაზარალდა. ძალიან ცუდად ვარ.'' - დაწერა შაკილ ო'ნილმა ინსტაგრამის გვერდზე.

მერიკული მედიის ინფორმაციით, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიის შტატში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. როგორც ირკევა, კობი თავის პირად შვეულფრენში მინიმუმ 3 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი. 

წყარო: Popsport.com

ლოს-ანჟელეს ლეიკერსი კობი ბრაიანტი შაკილ ო'ნილი

მსგავსი პოსტები

მთელი მსოფლიო გაოგნებეულია - რა ხდებოდა კობის ვერტმფრენში ჩამოვარდნამდე 20 წუთით ადრე

"ეს რომ მომხდარიყო, კობი ცოცხალი იქნებოდა" - ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

ყველა გაოგნებულია - რა გააკეთა კობი ბრაიანტმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე