"მონაკოს" ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი სამუშაოდ საუდის არაბეთში გადადის

France Football-ის ინფორმაციით, "მონაკოდან" რამდენიმე კვირის წინ გაშვებული ლეონარდო ჟარდიმი საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრის" ჩაიბარებს. 

პორტუგალიელი სპეციალისტი უკვე ჩავიდა არაბეთში, სადაც მოლაპარაკებების ბოლო დეტალებს აგვარებს. 

გავრცელებული ცნობით, ჟარდიმი "ალ ნასრისთან" 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

საუდის არაბეთის ჩემპიონატის დაწყებიდან 11 ტურის შემდეგ, "ალ ნასრი" მე-2 ადგილს იკავებს. 

მონაკო ლეონარდო ჟარდიმი ალ ნასრი

მსგავსი პოსტები

გაუგებარი ტრანსფერი - ცესკ ფაბრეგასი გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში გადადის

ოფიციალურად: ტიერი ანრიმ მორიგი გუნდი ჩაიბარა

მიჩი ბაჩუაიმ ახალი კლუბი მალევე იპოვნა