გადაწყდა! - "მილანის" ვარსკვლავი ხვალ "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ "მილანის" ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი უახლოეს დღეებში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება. 

კატალონიელთა ბოსები დღეს იტალიაში იმყოფებოდნენ, სადაც "როსონერის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და პოლონელმა "ბლაუგრანაში" მედ-შემოწმება შესაძლოა, სულაც ხვალ გაიაროს. 

"ბარსელონაში" ახალი ფორვარდის დამატების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც გუნდს ლუის სუარესი დაემტვრა, პიატეკს კი "მილანში" სტეფანო პიოლის მოსვლის შემდეგ სულ უფრო ნაკლები დრო ეძლევა და თანაც, "როსონერიმ" ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიმატა და ამით პიატეკი კიდევ უფრო "ჩაჩოჩდა". 

მილანი ბარსელონა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუის სუარესი კშიშტოფ პიატეკი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ