ლევან კობიაშვილი წილისყრაზე: ერთადერთი გული სწორედ ამაზე დამწყდა...

ევრო 2020-ის წილისყრის შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა. 

"შეიძლება ყოფილიყო უფრო რთულიც და უფრო იოლი ჯგუფიც. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაშები იქნება. მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს.

ფაქტია, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით სახლის თამაშები, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ. საინტერესო თამაშები იქნება, მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კალენდარი, ვისთან დავიწყებთ, როგორი იქნება.

ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა მოგვიწევს. ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ.

სახლის თამაში იმ ფონზე, რომ სტადიონი ივსება, ძალიან დიდი პლიუსია და ეს ვიგულისხმე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საშინაო თამაშები, რომ იქ მოვახერხოთ ქულების აღება და თამაშის მოგება, განსაკუთრებით პირველ სამ გუნდთან.

მგონია, რომ ძალიან დაძაბული ჯგუფი იქნება, შვეიცარიაც, დანიაც და ირლანდიაც კარგად დაკომპლექტებულია. სამივე გუნდს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის.", - განაცხადა კობიაშვილმა. 

ვლადიმერ ვაისი წილისყრაზე: ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ვისთან ერთად მოვხვდით ჯგუფში - კარგად გასახსენებელი მატჩები მხოლოდ გიბრალტართან გვაქვს 

საქართველოს ნაკრები ლევან კობიაშვილი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია