სენსაცია - "ბარსელონადან" გაგდებულ ვალვერდეს სამსახური ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა შესთავაზა

იტალიური პრესა ამტკიცებს, რომ ერნესტო ვალვერდეს უმუშევრად ყოფნა დიდი ხნით არ მოუწევს.

საქმე იმაშია, რომ სერია A-ს ბინადარ "რომას" საქმეები ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად მიდის და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხელმძღვანელობა პაულო ფონსეკას გაუშვებს. 

"ჯალოროსიში" უკვე ფიქრობენ, რომ მისი ერთ-ერთი შემცვლელი სწორედ ვალვერდე შესაძლოა იყოს. 

შეგახსენებთ, რომ ბასკი სპეციალისტი 2 დღის წინ გაათავისუფლეს "ბარსელონადან" და მის ნაცვლად კიკე სეტიენი დანიშნეს. 

რომა ბარსელონა ერნესტო ვალვერდე რუდი გარსია კიკე სეტიენი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ