დავიდ ვილია: მოხარული ვარ, რომ ინიესტასთან ერთად კვლავ ვითამაშებ

ცნობილმა ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილამ "ვისელ კობეში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი იაპონურ გუნდში ყოფილ თანაგუნდელ ანდრეს ინიესტასთან და გერმანელ ლუკაშ პოდოლსკისთან ერთად ითამაშებს.

"ვიდრე "ვისელ კობეს" შეთავაზებას დავთანხმდებოდი, ინიესტასთან კონსუტლაცია გავიარე. ასევე ჩემი მეუღლე ანდრესის მეუღლეს ესაუბრა.

ჩვენ გავიგეთ ბევრი რამ ამ კლუბისა და დიდებული ქალაქის შესახებ. ინიესტა ჩემი ახლო მეგობარია და მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად თამაში და ახალი მიზნებისთვის ბრძოლა ერთად მოგვიწევს", - განაცხადა ვილიამ.

შეგახსენებთ, რომ ინიესტა და ვილია ინიესტა ერთად ესპანეთის ნაკრებში, ხოლო "ბარსელონაში" 3 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

ლეგენდარული ესპანელები კვლავ ერთად - ინიესტა და ვილია ისევ თანაგუნდელები იქნებიან

დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა

დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება

დავიდ ვილია ანდრეს ინიესტა ლუკაშ პოდოლსკი ვისელ კობე

მსგავსი პოსტები

ანდრეს ინიესტა შესაძლოა "ბარსელონაში" დაბრუნდეს

იაპონურ "ვისელ კობეში", სადაც ინიესტა და ვილა თამაშობენ, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი გადადის

დავიდ ვილია: მოხარული ვარ, რომ ინიესტასთან ერთად კვლავ ვითამაშებ