დანიის ნაკრების მცველი: ჯგუფში ყველა მეტოქის დამარცხება შეგვიძლია

დანიის ნაკრებისა და "ჰადერსფილდის" მცველმა მატიას იორგენსენმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა მოკლე კომენტარით შეაფასა. 

"ნამდვილად, კარგ ჯგუფში მოვხვდით და გასვლის შესანიშნავი შანსი გვაქვს. ვფიქრობ, ყველა ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. 

ერთი სული მაქვს როდის დაიწყება შესარჩევი ეტაპი", - აღნიშნა იორგენსენმა.

შეგახსენებთ, რომ დანია ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა. ამ ორი ნაკრების გარდა, D ჯგუფში შვეიცარია, ირლანდია და გიბრალტარიც იასპარეზებენ. 

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ვისთან ერთად მოვხვდით ჯგუფში - კარგად გასახსენებელი მატჩები მხოლოდ გიბრალტართან გვაქვს

მატიას იორგენსენი საქართველოს ნაკრები ევრო 2020

მსგავსი პოსტები

დანიის ნაკრების მცველი: ჯგუფში ყველა მეტოქის დამარცხება შეგვიძლია