უდიდესი მოულოდნელობა - "ბარსელონა" ახალ მწვრთნელს ამ ზაფხულსავე გაუშვებს

კიკე სეტიენი, რომელიც ახლახან დაინიშნა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ზაფხულში კლუბს დაემშვიდობოს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ESPN ავრცელებს.
 
61 წლის ესპანელთან კატალონიურმა გრანდმა კონტრაქტი 2022 წლამდე კი გააფორმა, თუმცა სქემა 0,5+1+1 წელს გულისხმობს.
 
ხელშეკრულების მიხედვით, "ბარსელონას" აქვს უფლება, ყოველი სეზონის ბოლოს გაათავისუფლოს მწვრთნელი დაკავებული პოზიციიდან.
 
აღსანიშნავია, რომ თუ სეტიენი "ბარსადან" ზაფხულში დაითხოვეს, ვალვერდესაგან განსხვავებით, კომპენსაციასაც კი ვერ მიიღებს.
 
ბარსელონა ლიონელ მესი ერნესტო ვალვერდე კიკე სეტიენი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ