"გული მხოლოდ ამაზე მწყდება და..." - ვალვერდეს პირველი კომენტარი "ბარსელონადან" დათხოვნის შემდეგ

ერნესტო ვალვერდესთვის "ბარსელონა" უკვე წარსულია. "ბლაუგრანამ" გუშინ ოფიციალურად იუწყა, რომ ბასკი სპეციალისტი გათავისუფლებულია და მის ადგილს კიკი სეტიენი დაიკავებს. 

გუნდიდან დათხოვნის შემდეგ 55 წლის მწვრთნელმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

"ბარსელონაში" გატარებული პერიოდი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო და აქ გატარებული თითოეული წუთი ყოველთვის მემახსოვრება.

მინდა, ჩემს სამწვრთნელო შტაბსა და ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, რომელიც ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგა. 

მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ, რომ "ბარსელონას" უფრო მეტი წარმატება ვერ მოვუპოვე... ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ სენსაციურად გამოვარდნა ყოველთვის ცუდად გამახსენდება", - თქვა ვალვერდემ. 

ბარსელონა ერნესტო ვალვერდე კიკე სეტიენი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ