გამაოგნებელი ფაქტი - "მილანმა" ფეხბურთელი აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან დაიმატა

"მილანმა" 32 წლის ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი დაიმატა და მას სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი. 

საინტერესოა, რომ ვეტერანი კიპერი პრემიერ ლიგის ბინადარ "ბორნმუთის" საკუთრება გახლდათ და ის სეზონის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბინადარ "ყარაბახში" ირიცხებოდა. 

ბეგოვიჩი მეორე მეკარე იქნება და ის პეპე რეინას ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ ბირმინგემის "ასტონ ვილაში" გადაბარგდა. 

ბოსნიელ კარის დარაჯს უთამაშია ასევე "სტოკში", "ჩელსიში" და სხვა გუნდებში.

აქვე გეტყვით, რომ "მილანმა" დღეს დანიელი მცველი სიმონ კიაერიც დაიმატა. 

მილანი ბორნმუთი ასმირ ბეგოვიჩი ყარაბახი

მსგავსი პოსტები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება