ოფიციალურად: "ბარსელონამ" ვალვერდეს მადლობა გადაუხადა და თანამდეობიდან გაათავისუფლა

ESPN ირწმუნება, რომ დღეს "ბარსელონას" ხელმძღვანელები გუნდის ჯერ კიდევ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს შეხვდნენ და შეატყობინეს, რომ თანამდეობიდან გათავისუფლებულია. 

კატალონიელთა ბოსებმა 55 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და შემდეგში წარმატებები უსურვეს. 

"ბლაუგრანამ" 14 იანვარს პრესკონფერენცია ჩანიშნა, სადაც ბასკი მენეჯერის დათხოვნის შესახებ ოფიციალურად იუწყებენ. 

ვალვერდე "ბლაუგრანას" 2017 წლიდან მოყოლებული მოძღვრავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლებს. 

ბარსელონა ერნესტო ვალვერდე

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ