ვისთან ერთად მოვხვდით ჯგუფში - კარგად გასახსენებელი მატჩები მხოლოდ გიბრალტართან გვაქვს

წარმოგიდგენთ იმ გუნდებთან ურთიერთდაპირისპირების ისტორიას, ვისთანაც საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მოხვდა.

ქართველები შვეიცარიასთან ერთად ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მოხვდნენ. თბილისში მატჩი 0:0 დასრულდა, შვეიცარიელებმა კი საკუთარ მოედანზე 4:1 იმარჯვეს. 

დანიის ნაკრებს სამჯერ შევხვდით. პირველად ეს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოხდა. 

ჩვენს დედაქალაქში მატჩი 2:2 დასრულდა. ჩვენი ნაკრებიდან გოლები გიორგი დემეტრაძემ და მალხაზ ასათიანმა გაიტანს. 

დანიური შეხვედრა კი თითოეული ჩვენგანისთვის ძნელად გასახსენებელია. გაიოზ დარსაძის გაწვრთნილები კოპენჰაგენში 2:6 განადგურდნენ. 

ბოლოს "ჯვაროსნები" და დანიელები 2013 წელს, ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. ოლბორგში გამართულ მატჩში მეტოქემ 2:1 დაგვამარცხა. 

ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი მეტოქე ირლანდიის ნაკრებია, რომელსაც აქამდე ცხრაჯერ შევხვდით. 

9 დაპირისპირებიდან ირლანდიელებმა 8-ჯერ მოგვიგეს, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 

სწორედ ამ ნაკრებების ბოლო დაპირისპირება დასრულდა ფრედ. 2017 წელს, "ბორის პაიჭაძეზე" 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს დაფის გატანილი გოლით ვაგებდით, თუმცა ვაკო ყაზაიშვილმა 34-ე წუთზე გაათანაბრა. 

და ბოლოს, ყველაზე კარგად გასახსენებელი რა თქმა უნდა, გიბრალტართან მატჩები გვაქვს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში გასვლაზე 3:0 მოვიგეთ, საკუთარ მოედანზე კი მეტოქე 4:0 გავანადგურეთ. 

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია