"აღვფრთოვანდი და მხოლოდ ამას ვიტყოდი" - რონალდოს კომენტარი "რეალის" სუპერ თასის მოგებაზე

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "რეალი" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. 

თავისი ყოფილი გუნდის წარმატებას ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გამოეხმაურა. 

როგორც იცით, "სამეფო გუნდმა" პორტუგალიელის გარეშე პირველი ტიტული მოიგო. 

"უზომოდ ბედნიერი ვარ. "რეალთან" ბრწყინვალე მოგონებები მაკავშირებს და ცხოვრების ბოლომდე ამ გუნდის გულშემატკივრად დავრჩები. 

ზინედინ ზიდანმა კვლავ უდიდესი სამუშაო გასწია და ეს წარმატება დიდწილად მისი დამსახურებაა. 

პირველი ტიტული ჩემს გარეშე? "რეალი" ჩემზე დამოკიდებული გუნდი არასდროს ყოფილა. ამ გუნდში არაერთი ვარსკვლავი თამაშობს, რომელსაც ნებისმიერს დროს შეუძლიათ ჩემს გარეშეც დიდი წარმატებების მიღწევა", - თქვა რონალდომ. 

მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო მადრიდის ატლეტიკო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]